TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა მსურველებს გატის ფასი შეუთვალა

ინგლისური გუნდების მხრიდან ფედერიკო გატის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, თუმცა ბიანკონერი იტალიელი ფეხბურთელის მარტივად გაშვებას არ აპირებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად ვესტ ჰემი აქტიურობს, ჩაქუჩებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და იუვენტუსს პირველ წინადადებას უმზადებენ.

წყაროს ცნობით, მოტა გატის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის, 26 წლის ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.