ტურამის თანხმობის შემდეგ, იუვენტუსმა მოლაპარაკებები ნიცასთან დაიწყო
იუვენტუსი კეფრენ ტურამის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
ცნობილი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ, ბიანკონერიმ მოლაპარაკებები უშუალოდ ნიცას წარმომადგენლებთან დაიწყო.
იუვენტუსს ტურამის გაფორმება დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვით ეცდება.