იუვენტუსმა მინგეზასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსმა ოსკარ მინგეზასთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის ტურინულ გრანდში 4 წელი დარჩება.
წყაროს ცნობით, მინგეზას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 20 მილიონია, მაგრამ მისი მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეოზნის ბოლოს იწურება, ამიტომ ტურინულ გრანდს 26 წლის მარჯვენა მცველის გაფორმება გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ სურს.
დი ნატალეს თქმით, იუვენტუსი მზად არის, სელტას 4-5 მილიონი ევრო შესთავაზოს და ესპანელი ახლავე გაიფორმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მინგეზა იუვეს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
