TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მინგესას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი სელტას უკანახაზელის ოსკარ მინგესას მიმართ სერიოზულია.

ესპანელი მარჯვენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და რომანოს თქმით, იუვენტუსის ინტერესის ფონზე, ის სელტასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი წინააღმდეგი არ არის, ესპანელებს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს და მინგესა ახლავე გაიფორმოს, ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ესპანური გუნდი მიიღებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !