იუვენტუსმა მატეტას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსი ჟან-ფილიპ მატეტას კანდიდატურას დაუბრუნდა.
ტურინულ გრანდს ფრანგთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს, მაგრამ პრობლემა კრისტალ პალასის მიერ მოთხოვნილი თანხა და ტრანსფერის ფორმულაა.
კრისტალ პალასს სურს, რომ სეზონის ბოლოს მატეტას 35 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იყოს, ტურინული გრანდი კი თავის მხრივ ფეხბურთელის იჯარაზე მუშაობს, მისი შემდგომში 32-33 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
