იუვენტუსმა ლუკას აგენტთან შეხვედრა გამართა
იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ლუკას ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
იტალიელი ცენტრ-ფორვარდი ნაპოლიში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
ტურინული გრანდი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ნაპოლი თავის მხრივ ლუკას გასხვისების წინააღმდეგი არ არის, თუმცა იუვენტუსის გაძლიერება არ სურს და იტალიელის სხვა გუნდში გაშვების იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
