იუვემ ლუისის თაობაზე პირველი წინადადება მიიღო
ბრიტანული მედიის ცნობით, რამდენიმე ინგლისური გუნდი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ნოტინგჰემ ფორესტმა იუვენტუსს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით, რაზეც უარი მიიღო.
იუვე ბრაზილიელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული მხარე მინიმუმ 45 მილიონს გადაიხდის.
ფორესტის გარდა, ლუისის მიმართ ინტერესს ტოტენჰემი, ფულჰემი, არსენალი და მანჩესტერ სიტი იჩენენ.