TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ ლიგის საგზური შესაძლოა უდინეზესთან მატჩში გაინაღდოს

სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება.

ნაპოლიმ, ინტერმა და ატალანტამ ოთხეულში ადგილი უკვე გაინაღდეს, მე-4 ადგილისთვის კი ბრძოლას იუვენტუსი, ლაციო, რომა და ბოლონია აგრძელებენ.

ბიანკონერი მომდევნო 2 მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ლიგის საგზურს გაინაღდებს, თუმცა შესაძლოა უდინეზესთან გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდეს.

თუ მომდევნო ტურში იუვენტუსი 3 ქულას მოიპოვებს, რომა და ლაციო დამარცხდებიან, ბოლონია კი ფიორენტინასთან ვერ გაიმარჯვებს, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ოფიციალურად გავა.

error: დაცული კონტენტი !