იუვენტუსმა ლევანდოვსკის აგენტთან პირველი შეხვედრა გამართა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსის წარმომადგენლებმა რობერტ ლევანდოვსკის აგენტთან პინი ჟაჰავისთან პირველი შეხვედრა უკვე გამართეს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ლევანდოვსკის ამჟამინდელი ხელფასის 13 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს და პოლონელს კარიერის ტურინში გაგრძელებისთვის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
იუვენტუსის გარდა, პოლონელის ტრანსფერზე ამერიკული და არაბული გუნდები მუშაობენ, მასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს ბარსელონაც.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
