იუვენტუსმა ლევანდოვსკის და კოლო მუანის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა გასულ დღეებში რობერტ ლევანდოვსკისა და რანდალ კოლო მუანის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი კოლო მუანია, მაგრამ პარიზელები ფრანგის სანაცვლოდ კვლავ საკმაოდ ძვირ ფასს ითხოვენ, რაც მოლაპარაკებებს ართულებს.
იუვენტუსს პირველ რიგში ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მეორე ფორვარდის თაობაზე კი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
