იუვენტუსმა კოშტას პოტენციური შემცვლელი შეარჩია
სპორტინგი ალბერტო კოშტას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და უახლოეს საათებში გუნდებს შორის ახალგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა კოშტას სპორტინგში გაშვება გადაწყვიტა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის, ტურინული გრანდი მის ნაცვლად ჟირონას ლატერალეს მიგელ გუტიერესის გაფორმებას ეცდება.
ესპანელები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვენ, თუმცა ტურინული გრანდი ტრანსფერში არტურის ჩართვას ეცდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)