იუვენტუსმა კონსეისაუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო
პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა პორტუს ტალანტის ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
21 წლის პორტუგალიელი ვინგერი მატიას სულესა და ფედერიკო კიეზას ერთ-ერთ პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრება.
წყაროს ცნობით, იუვე ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით აყვანას ცდილობს, მისი შემდგომში 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.