TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კონსეისაუს შემცვლელი შეარჩია

იუვენტუსი სეზონის ბოლოს შიკო კონსეისაუს გამოსყიდვას არ აპირებს და მისი პრიორიტეტული შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იუვენტუსის რიგებში სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო თეებში მოლოდინებს ვეღარ ამართლებს, ამტიომ ტურინული გრანდი მისი გამოსასყიდი თანხის – 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

ფრანგული გამოცემა Footmercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მარსელის 23 წლის გარემარბის ლუის ენრიკეს ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინულ გრანდს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმება, რომლის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, 30-35 მილიონად შეეძლება.

53 views
error: დაცული კონტენტი !