TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კოლო მუანის ალტერნატივა შეარჩია

იუვენტუსი კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ბოლო დღეებში პარიზული გუნდის პოზიციამ, რომელიც ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს, კოლოს ტურინში დაბრუნების ალბათობა საგრძნობლად შეამცირა.

ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი კოლოს ტურინში დაბრუნების სურვილს პატივს სცემს და პარიზელებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ბიანკონერი პსჟ-ს მოთხოვნას აბსურდულს მიიჩნევს და თუ ფრანგებმა მოთხოვნილი თანხა არ შეამცირეს, ბიანკონერი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

წყაროს ცნობით, თუ კოლო მუანის ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, ტურინული გრანდი ლაიფციგიდან ლოის ოპენდას გაფორმებას ეცდება. 25 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 55-60 მილიონია და მას როგორც ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ასევე მარცხენა ვინგერადაც შეუძლია თამაში.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

440 views
error: დაცული კონტენტი !