იუვენტუსმა კიმის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
კორეელი მცველის იუვენტუსში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს. მისი ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
