TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კიეზას ფასი კიდევ უფრო შეამცირა

ტიაგო მოტამ გუშინდელი მატჩის შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფედერიკო კიეზა გუნდის გეგმებში აღარ შედის და ის გუნდს დატოვებს.

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, თუ აქამდე ბიანკონერი კიეზას სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა გუნდი გაშვებას 15 მილიონ ევროდ გეგმავს.

პრობლემა კვლავ კიეზას მოთხოვნილი ხელფასია. ის ახალი გუნდისგან 7-7.5 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს და იზრდება შანსი, კიეზამ იუვენტუსი მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.