იუვენტუსმა კიეზას 3 ალტერნატივა შეარჩია
იუვენტუსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიცე-ილდისის გაფორმება უნდა და ტურინულ გრანდს პრიორიტეტული სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფედერიკო კიეზა იუვენტუსის პირველი არჩევანია, თუმცა ლივერპული მისი იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და 15 მილიონს ითხოვს, რასაც კიეზას მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ემატება.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსს კიეზას გაფორმება არ გამოუვიდა, ტურინული გრანდი ფიორენტინას გუდმუნდსონის, ატალანტას დანიელ მალდინის ან ალ-შაბაბის კარასკოს გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
