TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კარნესეკის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და ატალანტას შორის მარკო კარნესეკის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ტურინული გრანდი მიკელე დი გრეგორიოს ხშირი შეცდომებითა და არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა, ამიტომ ზაფხულში მის გაყიდვას და ახალი კიპერის გაფორმებას გეგმავს.

Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი ატალანტას კარის დარაჯია. ლა დეა მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვს და არ არის გამორიცხული, ტურინელებმა ამ თანხის შესამცირებლად ფედერიკო გატი გამოიყენონ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !