TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კამბიაზოს პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ანდრეა კამბიაზოს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება, ტურინულმა გრანდმა კი მისი ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელი უკვე იპოვნა.

კამბიაზოს მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტი იჩენს, რომელიც ფეხბურთელის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და იტალიელის ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებას სეზონის ბოლოსაც გეგმავს.

SportItalia-ს ცნობით, თუ კამბიაზომ იუვენტუსი დატოვა, ბიანკონერი მის შეცვლას ბრიუგეს ტალანტის მაქსიმ დე კუიპერის ტრანსფერით გეგმავს, თუმცა ტურინელებს მილანის კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. როსონერი თავის მხრივ ტეო ერნანდესის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია.

ბრიუგე ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !