იუვენტუსმა კამბიაზოს პოტენციური შემცვლელი შეარჩია
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ანდრეა კამბაიზოს გაყიდვას არ გამორიცხავს.
Calciomercato-ს ცნობით, არასტაბილური თამაშის გამო იტალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში ხელშეუხებელ ფიგურად აღარ მოიაზრება.
წყაროს ინფორმაციით, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 40 მილიონს გადაიხდის, იუვე მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, სანაცვლოდ კი ტოტენჰემის იტალიელი ფეხბურთელის დესტინი უდოჯის გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
