TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კალულუს დისკვალიფიკაციის გაუქმება ითხოვა

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა პიერ კალულუს უსამართლო დისკვალიფიკაციის გაუქმება ითხოვა.

კალულუმ ინტერთან მატჩში ორი ყვითელი ბარათი მსაჯის შეცდომების შემდეგ მიიღო, რის გამოც მას კომოსთან მატჩის გამოტოვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსმა კალულუს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და უარი მიიღო, თუმცა ტურინულ გრანდს იმედი აქვს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა მის ხელთ არსებულ უფლებას გამოიყენებს და კალულუს დისკვალიფიკაცია გააუქმებს, რაც ფრანგს კომოსთან მატჩში თამაშის უფლებას მისცემს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !