TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კაიოდეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ბრენტფორდის მაიკლ კაიოდეა.

21 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში პოზიტიურ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესი როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე სხვა ჩემპიონატებში დიდია.

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. ინგლისელები იტალიელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)