იუვემ ჯეკსონის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსი ჩელსის ფორვარდის ნიკოლას ჯეკსონის ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ბაიერნის რიგებში თამაშობს.
24 წლის სენეგალელი ფორვარდი გერმანული გრანდის რიგებში მცირე სათამაშო დროს იღებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ბაიერნი მისი იჯარის ნაადრევად დასრულებას დათანხმდეს.
მირკო დი ნატალეს ცნობით, იუვენტუსი ჯეკსონს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ ის იჯარით იქნება ხელმისაწვდომი, რაც ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
