იუვემ იანვრისთვის ნახევარდაცვაში 3 პრიორიტეტი შეარჩია
იუვენტუსს იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და 3 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც გუნდის როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ ასპექტებს აკმაყოფილებენ.
Corriere della Sera-ს ცნობით, იუვენტუსის მთავარი სამიზნე პიერ ჰოიბერგია, მაგრამ რობერტო დე ძერბი იანვარში მისი გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია.
სხვა ორი სამიზნე მარსელო ბროზოვიჩი და მარკო ვერატი არიან. ორივე ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება უნდა, მათი კონტრაქტები სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა იუვენტუსის რიგებში სათამაშოდ მათ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
