TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ჰიულმანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მორტენ ჰიულმანდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და დანიელ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც 26 წლის ნახევარმცველი ტურინში 5 წლით დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონი ევრო იქნება.

მოლაპარაკებები გრძელდება სპორტინგსა და იუვენტუსს შორისაც. პორტუგალიელები 55-60 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსს კი მისი გაფორმება 40 მილიონად სურს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

71 views
error: დაცული კონტენტი !