იუვენტუსმა ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ფეიენორდს შორის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჰანცკოს გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა სურთ, რომ სეზონის ბოლომდე სლოვაკი მცველი იჯარის წესით დაიტოვონ.
გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თავად ფეხბურთელს კი იუვენტუსთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.