TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვემ გატის სანაცვლოდ ზაფხულში 25 მილიონზე უარი თქვა

ფედერიკო გატი უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ზაფხულში დიდი იყო შანსი, რომ იტალიელი ფეხბურთელი გუნდიდან წასულიყო.

La Stampa-ს ცნობით, ნიუკასლი გატის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა და ბიანკონერი მის გაშვებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა ფედერიკოს ტრანსფერი ტიაგო მოტამ დაბლოკა.

გატი იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი გასამრჯელო 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

error: დაცული კონტენტი !