იუვენტუსმა ფრატეზის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსმა ინტერის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.
ფრატეზი ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, ფრატეზი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული არჩევანია. იტალიელი სპეციალისტი დავიდეს ნაკრებიდან იცნობს და მას გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
