იუვენტუსმა ფრატეზის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი დავიდე ფრატეზის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ბოლო საათებში ტურინულ გრანდსა და იტალიელი ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
გამოცემის ცნობით, ინტერი ფრატეზის ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრებს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                