TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ დანილოს აცნობა, რომ იანვარში მის გაყიდვას გეგმავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა დანილოს ახლახანს აცნობა, რომ გუნდმა იანვარში მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს როგორც იტალიაში, ასევე სხვა ჩემპიონატებში მსურველები მრავლად ჰყავს და ბიანკონერის კაპიტანს ახალი გუნდის პოვნა არ გაუჭირდება.

დანილოს იანვარში გუნდიდან წასვლა დიდი ალბათობით იმის მანიშნებელია, რომ იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთდროულად 2 მცველის გაფორმებას ეცდება.