იუვენტუსმა და ვლაჰოვიჩმა ახალი კონტრქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განახლდა.
წყაროს ცნობით, სეზონის სტარტზე ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში მისმა გამორჩეულმა თამაშმა, გუნდის მიმართ დამოკიდებულებამ და ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნამ, ვისაც სერბის შენარჩუნება სურს, სიტუაცია შეცვალა.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი აქამდე ხელფასის 8 მილიონამდე შემცირების წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა, როდესაც გუნდი მის კონტრაქტზე მეტი მონდომებითა და ენთუზიაზმით მუშაობს, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
