იუვენტუსმა ბროზოვიჩის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა მარსელო ბროზოვიჩის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება.
ტურინულ გრანდს იანვარში მაღალი კლასის, გამოცდილი ნახევარმცველის გაფორმება სურს და ბროზოვიჩი, ვისი კონტრაქტიც ალ-ნასრთან სეზონის ბოლოს იწურება, იდეალურ კანდიდატად მოიაზრება.
წყაროს ცნობით, ბროზოვიჩს ევროპაში დაბრუნება სურს და ლუჩიანო სპალეტის გუნდის რიგებში თამაშის წინააღმდეგი არ იქნება. ხორვატი ფეხბურთელი იტალიელ სპეციალისტთან ერთად ინტერის რიგებში მუშაობდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
