TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ბენზემას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა არაბული ალ-იტიჰადისგან კარიმ ბენზემას თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.

ტოტენჰემი რანდალ კოლო მუანის იჯარის გაწყვეტაზე უარს ამბობს, ამიტომ ტურინული გრანდი მის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

ბიანკონერი ყველაზე მეტად მაურო იკარდის ტრანსფერზე აქტიურობს, მაგრამ პარალელურად ტურინული გრანდი კარიმ ბენზემას კანდიდატურას განიხილავს.

ვეტერანი ფრანგის კონტრაქტი არაბულ გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, მან გუნდი მომდევნო დღეებში დატოვოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !