იუვენტუსმა ბელგალის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო
იტალიელი ჟურნალისტის მარკო კონტერიოს ინფორმაციით, იუვენტუსმა ვერონას მცველის რაფიკ ბელგალის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვერონა ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მის იჯარაზე უარს ამბობს და მხოლოდ საბოლოოდ გაყიდვას განიხილავს.
კონტერიოს თქმით, ვერონა 23 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს, რის დაფინანსებასაც იუვენტუსი ჟოაუ მარიოს გაყიდვით გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
