TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ახალი მთავარი სპონსორი იპოვნა

მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსმა მაისურის ახალი მთავარი სპონსორი იპოვნა, რომელიც მომდევნო სეზონიდან Jeep-ს ჩაანაცვლებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტურინული გრანდის სპონსორის ვინაობა მომდევნო დღეებში გამოვლინდება.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, იუვენტუსი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გასამრჯელოს სახით სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.