იუვენტუსმა ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე მუშაობა შეაჩერა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მუშაობა დროებით შეაჩერა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ახალ კონტრაქტებზე მუშაობას სეზონის ბოლოს განაახლებს, როდესაც გადაწყდება, თუ ვინ იქნება იუვენტუსის მწვრთნელი.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე პრობლემური ამ მომენტისთვის უესტონ მაკკენისა და ფედერიკო გატის კონტრაქტებია, რომლებიც 2026 წლის ზაფხულში იწურება, დუშან ვლაჰოვიჩთან კი ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები აღარ იგეგმება.