იუვენტუსი ზირკზეეს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს სეზონის ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად სავარაუდოდ ლოი ოპენდაც დატოვებს, ამიტომ იუვენტუსს 2 ფორვარდის გაფორმება სურს.
ერთ-ერთი მათგანი, ვის ტრანსფერზეც იუვენტუსი აქტიურად მუშაობს ჟან-ფილიპ მატეტაა, მეორე კი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე აღმოჩნდეს, მაგრამ იუვე ნიდერლანდელის ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
