იუვენტუსი ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
წყაროს ცნობით, მილანსა და ნიდერლანდელი ფეხბურთელის აგენტს შორის შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება და დიდია ალბათობა, ლომბარდიულმა გრანდმა ზირკზეეს ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტოს და მის ალტერნატივებზე გადაერთოს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ზირკზეეს ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედი გააქტიურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა სურს და ტიაგო მოტასთან მუშაობის გაგრძელებაზე უარს არ იტყვის.
შეგახსენებთ, ზირკზეეს გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, პრობლემა კი მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი მსუყე საკომისიო – 15 მილიონი ევრო გახლავთ.