იუვენტუსი ზიდანის გაფორმეაზე ოცნებობს…
იტალიურ მედიაში იუვენტუსის პოტენციური ახალი მწვრთნელის თაობაზე საუბრები არ წყდეა და კანდიდატების სიას ამჯერად ლეგენდარული ზინედინ ზიდანი შეუერთდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ხელმძღვანელობისთვის საოცნებო ვარიანტია, თუმცა ზიზუს გაფორმება მარტივი არ იქნება.
ფრანგი სპეციალისტი რეალის დატოვების შემდეგ უგუნდოდ არის დარჩენილი და სურვილის შემთხვევაში იუვენტუსს მისი გაფორმება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა ზიდანი საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრება, რაც შესაძლოა მთავარ პრობლემად იქცეს…