იუვენტუსი ზიდანს დაუკავშირდა
იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ცნობით, იუვენტუსმა ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებების დაწყება სცადა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის წარმომადგენლები ფრანგ სპეციალისტს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ.
ზიდანს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში მისვლა უნდა, ამიტომ იუვენტუსის წინადადება უარით გაისტუმრა და ჯერჯერობით საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                