TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ძაკანის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ფედერიკო კიეზას იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყდა და ტურინული გრანდი მისი პოტენციური შემცვლელების ძებნას აქტიურად შეუდგა.

ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე მანჩესტერის ჯეიდონ სანჩოა, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი პარალელურად ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.

SportItalia-ს ცნობით, სანჩოს ერთ-ერთი ალტერნატივა ლაციოს გარემარბი მატია ძაკანია, ვის მიმართ ინტერესს იუვენტუსი უკვე დიდი ხანია იჩენს, თუმცა იტალიელმა არწივებთან კონტრაქტი 2029 წლამდე ახლახანს გაახანგრძლივა და მისი გაფორმება მარტივი არ იქნება…

31 views
error: დაცული კონტენტი !