TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ზაფხულში ოსიმენის გაფორმებას ეცდება

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ცენტრ-ფორვარდის გაფორმება იქნება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი სამიზნე შეტევაში გალათასარაის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

ნიგერიელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის პირადი მოთხოვნაა, ის სპალეტის ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ოსიმენი იუვენტუსის შეტევას უმაღლეს დონეზე აიყვანს.

წყაროს ცნობით, ოსიმენთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება. ტურინული გრანდი ნიგერიელის გაფორმებას გასულ წლებშიც ცდილობდა და ის იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის. პრობლემა ფინანსური ასპექტებია, თურქები ვიქტორის სანაცვლოდ მინიმუმ 70-75 მილიონს ითხოვენ, რასაც მისი მაღალი ხელფასი ემატება, მაგრამ იუვენტუსი დანებებას არ აპირებს და მის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !