იუვე ზაფხულში მუჰარემოვიჩის ტრანსფერისთვის იბრძოლებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.
იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი მცველი სასუოლოს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და ინტერი იჩენენ.
რომანოს თქმით, იუვენტუსი ფავორიტად მოიაზრება, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ტურინულ გრანდს მისი გაფორმება განახევრებულ ფასად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
