TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ხორვატი ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი იანვარში სათადარიგო ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ოსასუნას შემტევი ანტე რუდიმირი იქნება.

იუვე იანვარში დიდი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს და 33 წლის ფორვარდი, ვისი გაფორმებაც გუნდს დაახლოებით 7-8 მილიონად შეუძლია, იდეალური კანდიდატია.

ვეტერანი ხორვატის აქტივში მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.