იუვენტუსი წელს ნეგატიური ბალანსით ხურავს
Calcio e Finanza-ს ინფორამციით, იუვენტუსი მიმდინარე ფინანსურ წელს მსუყე ნეგატიური ბალანსით დახურავს.
წყაროს ცნობით, ბიანკონერის წლიური ზარალი 123 მილიონიდან 180-200 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რაც დიდწილად გასულს სეზონში გუნდის ევროპული ტურნირებიდან მოკვეთის ბრალი გახლავთ.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი დადებით ბალანსზე გასვლას 2026/27 წლების სეზონისთვის გეგმავს, ამისთვის კი გუნდს ხარჯების შემცირება და მოედანზე გაცილებით კარგი შედეგების ჩვენება მოუწევს…