TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის

დუშან ვლაჰოვიჩმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, დორტმუნდთან შეხვედრაში კი სერბმა ტურინული გრანდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ბოლო თვეებში დაძაბული ურთიერთობა საგრძნობლად გამოსწორდა და დამიენ კომოლი მზად არის, სერბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს.

წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი ბიანკონერის რიგებში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა უცვლელი რჩება: მისი მაღალი ხელფასი. იუვენტუსი იმედოვნებს, რომ დუშანი გასამრჯელოს 6-7 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

274 views
error: დაცული კონტენტი !