იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მოლაპარაკებების განახლება ახალი კონტრაქტის თაობაზე გამორიცხული არ არის.
Tuttomercato-ს ცნობით, სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, იუვენტუსი სერბი ფეხბურთელის წარმომადგენელთან შეხვედრასა და მოლაპარაკებების განახლებას სერიოზულად განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ ამისთვის სერბს წლიური გასამრჯელოს 7-8 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
