იუვე ვლაჰოვიჩის აგენტს სეზონის ბოლოს შეხვდება
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვედრა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი სერბი ფორვარდის წარმომადგენელს სეზონის მიწურულს შეხვდება და საბოლოო წინადადებას წარუდგენს.
ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩისთვის მოთხოვნილი ხელფასის – 10 მილიონის გადახდას არ აპირებს და თუ მას იუვენტუსში დარჩენა უნდა, მას გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
