იუვე ვლაჰოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაზე უარს არ ამბობს.
წყაროს ცნობით, თუ სერბი ფორვარდი ხელშეკრულების გახანგრძლივებას და სეზონში ხელფასის სახით 9 მილიონს დათანხმდება, ის ტურინული გრანდის რიგებში დარჩება.
ტუდორს ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა, მაგრამ ამისთვის დუშანს ხელფასის 12 მილიონიდან 9 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე (დააკლიკე აქ)