TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს

დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა მიმდინარე სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ვლაჰოვიჩი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და მისი კონტრაქტის სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება, სერბი ფორვარდი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩს 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, რაც გუნდს კაპიტალის დაკარგვას თავიდან აარიდებს.

error: დაცული კონტენტი !